აზროვნების აკადემიის სკოლაში მოსწავლეს დახვდება უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღი, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. ჩვენი მიზანია, კლასიკური და თანამედროვე განათლების პრინციპების შერწყმით, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ მუდმივ შემეცნებაზე ორიენტირებულ, წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიან პიროვნებებად.
ჩვენ სკოლაში სასწავლო პროცესი იგეგმება და წარიმართება გამოცდილი აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა აქტიური თანამშრომლობით.
“ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი ბავშვი არის სრულიად უნიკალური და თითოეულ მოსწავლეს გააჩნია საკუთარი ინტერესები, განვითარების გზა და ტემპი. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტია, რომ თითოეულმა მოსწავლემ მიაღწიოს მაღალ აკადემიურ მოსწრებას, ამასთანავე, მნიშვნელოვანია, მათი პიროვნული, ემოციური და სოციალური განვითარება.”