აზროვნების აკადემიის საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია იწყება!
თუ თქვენი შვილისთვის ჯანსაღ, უსაფრთხო, განმავითარებელ გარემოს ეძებთ ზაფხულის ცხელი დღეების მხიარულად და შემეცნებითად გასატარებლად, მაშინ ჩვენი საზაფხულო სკოლა მოუთმენლად გელით!
საზაფხულო სკოლაში თითოეული კვირის თემატიკა ერთმანეთისგან განსხვავდება, გაკვეთილები და აქტივობები კი კვირეულის თემასთანაა დაკავშირებული.
საზაფხულო სკოლის პროგრამა განკუთვნილია 5-12 წლის ბავშვებისთვის.
ასაკობრივი ჯგუფები: 5-6, 6-7, 8-9, 10-11, 11-12.
საზაფხულო სკოლა მონაწილეებს უმასპინძლებს 09:30 – 18:00 საათამდე
საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ემოციური ინტელექტი – შეხვედრები დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ემოციური ინტელექტი, თვითრეგულაცია,თვითშეფასება, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, ემპათია. შემოქმედებითად მრავალფეროვანი სავარჯიშოები მოიცავს კოგნიტურ, ფუნქციონალურ, კონსტრუქტივისტულ, სიმბოლურ თამაშებს, რომლებიც ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს.
ინგლისური ენა – საგაკვეთილო ფორმატი მორგებულია ბავშვის ინტერესებს, მოსწავლეები უცხო ენას სწავლობენ თამაშით, სახალისო სავარჯოებითა და ინტერაქციით. პროცესში ჩართულია ენის შესწავლისთვის საჭირო ოთხივე კომპონენტი: მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა.
რობოტიკა – აქტივობები იქნება თამაშსა და ექსპერიმენტზე დაფუძნებული, რათა ბავშვებმა ტექნოლოგია აღიქვან ,როგორც შემოქმედებითი და საინტერესო პროცესი.
სპორტი – თამაშები, რომელიც ემოციური რეგულაციის უნარის, გუნდურობის, მსხვილი მოტორიკის განვითარებაზეა მიმართული.
განმავითარებელი აქტივობები – ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე ჯგუფებსა და მთლიან ჯგუფში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქციული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება; საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია.
საზაფხულო სკოლის პროგრამა ითვალისწინებს გასვლით ღონისძიებებს
საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს შემდეგ კვირეულებს:
კომუნიკაცია და ადაპტაცია
მითებიდან მარველამდე
ძველი ცივილიზაციების საიუდუმლობები
ლიტერატურული ჟანრების თავგადასავალი
სამეცნიერო აღმოჩენები
აზროვნების აკადემიის საზაფხულო სკოლის მიზანია, რომ მოსწავლეებს განუმტკიცდეთ თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, ემპათიის უნარები;
შეიმეცნონ ასაკობრივად საინტერესო და აქტუალური საკითხები მრავალფეროვანი აქტივობებით და პროცესში მათი აქტიური მონაწილეობით
მხიარულად და პროდუქტიულად გაატარონ ზაფხულის დღეები.
კურსის ბოლოს მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
საზაფხულო სკოლის თარიღი: 1-31 ივლისი.
საზაფხულო სკოლაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
გაითვალისწინეთ, რომ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ჩატარდება ინდივიდუალური გასაუბრება.
საფასურში შედის სამჯერადი კვება.
საფასური: 1450 ლარი
1-17 ივლისი – 980 ლარი
18-31 ივლისი – 780 ლარი
დედმამიშვილებისთვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
მისამართი: ბაგები, ზურაბ საკანდელიძის 9 (მეტრა პარკის დასახლება)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40