🏫 აზროვნების აკადემიის სკოლა წარმოადგენს ინოვაციურ და პროგრესულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც მოსწავლეთა განათლებისა და განვითარების მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული. სკოლა ეფუძნება სწავლების მოდელებს, რომლებიც შეესაბამება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს და კლასიკურ განათლებას თანამედროვე მიდგომებთან აერთიანებს.
✏️ აზროვნების აკადემიის სკოლაში მოსწავლეს დახვდება უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღი, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. ჩვენი მიზანია, კლასიკური და თანამედროვე განათლების პრინციპების შერწყმით, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ მუდმივ შემეცნებაზე ორიენტირებულ, წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიან პიროვნებებად.
ჩვენ სკოლაში სასწავლო პროცესი იგეგმება და წარიმართება გამოცდილი აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა აქტიური თანამშრომლობით.
📝 სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაღალ აკადემიურ მოსწრებას. პროგრამების ძირითადი ნაწილი შედგენილია ინტეგრირებულ სწავლების მეთოდზე. ინტეგრირებული სწავლება გულისხმობს სხვადასხვა საგნების კავშირსა და ანალიზს, რაც მოსწავლეს უვითარებს შემოქმედებითობას, ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის უნარს, ღირებულებების აღქმასა და ემპათიას, სხვადასხვა საკითხების განსხვავებული პერსპექტივების დანახვის უნარს.
🧒 მოსწავლისთვის აკადემიურ განვითარებასთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ფსიქოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა. სწორედ ამიტომ ჩვენს სკოლაში მუშაობს გამოცდილ ფსიქოლოგთა გუნდი. თითოეულ კლასს ჰყავს “კლასის ფსიქოლოგი”, რომელიც სრულად ჩართული იქნება სასწავლო პროცესში. იზრუნებს სასწავლო გარემოს მუდმივ გაჯანსაღებასა და მოსწავლეთა ინდივიდუალური განვითარების გზების განსაზღვრაში.
⏰ სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:00სთ-ზე და სრულდება 17:00-სთ-ზე.
📍სკოლა მდებარეობს ბაგებში, ზურაბ საკანდელიძის 9 ნომერში, (მეტრა პარკი).
💲სკოლის წლიური საფასურია 14 500 ლარი
💲წლიური საფასურის ერთიანად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
💲დედმამიშვილების შემთხვევაში მოქმედებს 10% ფასდაკლება.
▶ საფასური მოიცავს:
🔸სამჯერად კვებას (საუზმე, ხემსი და სადილი)
🔸სავალდებულო და არჩევით კლუბებს, ასევე დამატებით სასწავლო აქტივობებს
🔸საგაკვეთილო პროცესის შემდეგ მოსწავლეების გაკვეთილების მომზადებაში დახმარებას
📞 დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 0322151540
| პროგრამა | საფასური |
|---|---|
| ფრესქული | 12 500 ლარი |
| სკოლა | 14 500 ლარი |