
მოხარული ვარ, მოგესალმოთ აზროვნების აკადემიის სკოლის ვებგვერდზე! ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ინტერესს იჩენთ ჩვენი სკოლის მიმართ. გვსურს, გაგიზიაროთ ის ღირებულებები, რომლებიც კრავს და აერთიანებს ჩვენს სასწავლო საზოგადოებას.
მოხარული ვარ, მოგესალმოთ აზროვნების აკადემიის სკოლის ვებგვერდზე! ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ინტერესს იჩენთ ჩვენი სკოლის მიმართ. გვსურს, გაგიზიაროთ ის ღირებულებები, რომლებიც კრავს და აერთიანებს ჩვენს სასწავლო საზოგადოებას.
აქ, აზროვნების აკადემიაში, ვქმნით უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს ეძლევა პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება. ვცდილობთ, აღვზარდოთ არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები, არამედ შემეცნების მოყვარული, წიგნიერი, პასუხისმგებლიანი და კრეატიული პიროვნებები, რომლებიც მზად არიან, წვლილი შეიტანონ საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლაში.
ჩვენი სკოლა არის ადგილი, სადაც მასწავლებლები და ფსიქოლოგები ერთად ქმნიან ინოვაციურ, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ, განმავითარებელ სასწავლო პროცესს. ბავშვებთან მუშაობასა და სკოლის მართვაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ გამოცდილ ფსიქოლოგებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მოსწავლეების ემოციურ და სოციალურ კეთილდღეობას. ჩვენ ვაერთიანებთ კლასიკური განათლების პრინციპებს და თანამედროვე მიდგომებს, რაც ქმნის მდიდარ და მრავალფეროვან სასწავლო გამოცდილებას.
გვჯერა, რომ სწავლა არა მხოლოდ ცოდნის დაუფლებაა, არამედ პასუხისმგებლობების ნაბიჯ-ნაბიჯ აკრეფის ცხოვრებისეული გამოცდილებაც. ამიტომ ყველანი – მასწავლებლები, ფსიქოლოგები, ადმინისტრაციის წევრები — მოსწავლეებთან ერთად ვისწავლით ცხოვრებას, ანუ ბევრად მეტს, ვიდრე ცალკე აღებული ნებისმიერი საგანია.
ჩვენ მზად ვართ, გავხსნათ კარი მშობლებთან დიალოგისთვის, რათა ერთად შევქმნათ საუკეთესო სასწავლო გარემო შვილებისათვის. ჩვენ ვიცით, რომ მშობლების აქტიური ჩართულობა ბავშვის წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღებია.
აზროვნების აკადემიამ შექმნა ძლიერი სასკოლო გუნდი და საუკეთესო სასწავლო გარემო ბავშვებისათვის. რასაკვირველია, აკადემია მუდმივად იზრუნებს სკოლის გაძლიერებასა და გაფართოვებაზე.
გმადლობთ, რომ გვესტუმრეთ!