ფრესქული

🎯 ჩვენი მისიაა, შევქმნათ უსაფრთხო, თითოეული ინდივიდის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის უნიკალურობის, ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, მასში არსებული პოტენციალის ხელშეწყობას და განვითარებას. გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვებში დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სწავლისთვის საჭირო უნარების განვითარებას.

🏡 სასკოლო მზაობის პროგრამა  ემყარება  თამაშზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციას. თამაშზე დაფუძნებული სწავლების პრინციპის გამოყენებით ხელს ვუწყობთ ბავშვებში შემდეგი კომპეტენციების განვითარებას:

🌟 დამოუკიდებლობა, კრიტიკული აზროვნება

🌟 აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, წარმოსახვა;

🌟 მეტყველება, კომუნიკაცია, პრეზენტაცია;

🌟 ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარები;

🌟 ემოციური ინტელექტი;

🌟 ნებელობა, ემპათია, თანამშრომლობა;

🌟 აზროვნება, შემეცნება და ზოგადი ცოდნა-წარმოდგენები.

🌈 სასკოლო მზაობის ჯგუფებში ვქმნით ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას, რომელიც საჭიროებებსა და ძლიერ მხარეებზეა ორიენტირებული. აზროვნების აკადემიის აღმზრდელებს ამ პროცესში ფასილიტატორის როლი აქვთ მორგებული, რაც ბავშვებს ფიქრისა და ანალიზის უნარს უვითარებს.

📣აზროვნების აკადემიის სკოლის სასკოლო მზაობის პროგრამა (Preschool) განკუთვნილია 5-6 წლის ბავშვებისთვის და მიზნად ისახავს:

🌟უსაფრთხო, განმავითარებელ გარემოში, კომპეტენტური ადამიანების მხარდაჭერით, ბავშვებს საშუალება მისცეს, აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი ინტერესები და ასაკობრივი კომპეტენციები;

💡ბავშვებს განუვითაროს ისეთი სასწავლო უნარები, როგორიცაა: ყურადღების კონცენტრაცია, შემოქმედებითობა და გამომგონებლობა, პრობლემის გადაჭრა, აზრის გამოხატვა, გააზრება, ინტერპრეტაცია, კრიტიკული აზროვნების და კვლევითი უნარები;

👨‍👩‍👦 ხელი შეუწყოს ბავშვებში მეტყველებისა და წიგნიერების ისეთი უნარების დახვეწას, როგორიცაა: მოსმენა და მოსმენილის მნიშვნელობის გაგება; ბგერებისა და სიტყვების გამოყოფა, სიტყვებისა და ჟესტიკულაციების გამოყენება;

🫂გააძლიეროს ბავშვების სოციალურ-ემოციური სფერო, რაშიც მოიაზრება: ადაპტაციის სირთულეების დაძლევა, ახალი მეგობრების შეძენა, ურთიერთობები უფროსებთან და თანატოლებთან, გუნდური აქტივობები, მოლაპარაკების ტექნიკები, გრძნობებისა და იმპულსების მართვა, ემოციების სახელდება და გამოხატვა;

📗ბავშვებს განუვითაროს ისეთი აკადემიური უნარები, როგორიცაა: მარტივი არითმეტიკა, კითხვისა და წერის უნარები, რიცხვებისა და ასოების ცნობა და გარჩევა.

📚 სკოლას გააჩნია საგანმანათლებლო რესურსების საავტორო ბაზა

👧🏻 ჯგუფის წევრების მაქსიმალური რაოდენობაა 16 ბავშვი.

🎡 აზროვნების აკადემიის სასკოლო მზაობის პროგრამაზე ყველა აქტივობა თამაშის გზით ხორციელდება; ჩვენთან სწავლის პროცესი ბავშვისათვის საინტერესო და სახალისოა:

🎭 პატარებს ექნებათ ინგლისურის, ტანვარჯიშის, მუსიკის, ლიტერატურის, ხატვისა და სხვა მითოდრამული და არტ-თერაპიული აქტივობები;

🗣 მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვის მიზნით ბავშვებთან მუშაობს მეტყველების პედაგოგი;

🌳 დღის განრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი ეზოში აქტივობებს დაეთმობა;

🍏 ბავშვები დღეში ოთხჯერ ეკოლოგიურად ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს მიირთმევენ;

🚌 აღსაზრდელები სისტემატურად იქნებიან ჩართულნი გასვლით შემეცნებით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

🏠 აზროვნების აკადემიის სკოლა პატარებს 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

💵სასკოლო მზაობის პროგრამის (Preschool) წლიური საფასურია  12 500 ლარი

📍მისამართი: ირაკლი გამრეკელის N41-ში (ნუცუბიძის ქუჩასთან).

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0322 15 15 40