ფოტო გალერეა

I ინტეგრირებული პროექტი „გარემო”, რომლის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლა და სახლი, როგორც გარემო, დააკავშირეს მცენარის საარსებო გარემოსთან, შექმნეს სკოლის ბაღი, სადაც სხვადასხვა სახის ტრადიციული მცენარეები დარგეს.

II ინტეგრირებული პროექტის „სათამაშოს“ ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ სახელოსნო „ღილს” სათამაშოების შესაქმნელად.

 “აზროვნების აკადემიის სკოლაში” წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც დიდებმა და პატარებმა გრინჩის სამყაროში ერთად იმოგზაურეს.

წიგნიერების გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეებმა დაამუშავეს ტექსტი „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა”, რომელიც გახდა მათთვის ინსპირაცია, სემესტრის დასასრულს გაეცოცხლებინათ ტექსტის პერსონაჟები მასწავლებლების მონაწილეობით.

პროექტ „გახდი ბუნების მკვლევარის“ ფარგლებში აზროვნების აკადემიის სკოლის მოსწავლეები ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ. 


მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო პროგრამაში: დაათვალიერეს ორანჟერეაში მათთვის საინტერესო მცენარეები, ისაუბრეს მცენარის აგებულებაზე, მიკროსკოპის საშუალებით დაათვალიერეს მცენარის ბაგები, ჩაატარეს მცენარის ფოთლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ექსპერიმენტი.